05:26 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-10 13:03:01, 593 ნახვა

პოლიტიკა
ბერბოკი - ყველა იმ ადამიანს, ვინც ებრძვის უსამართლობას - როგორც ქართველები, ეწინააღმდეგებიან წყლის ჭავლს - ჩვენ გხედავთ!

ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ - ვინც ისე, როგორც ქართველები, ეწინააღმდეგებიან მთავრობისგან გამოტყორცნილ წყლის ჭავლს - ჩვენ თქვენ გხედავთ! - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი Instagram-ზე წერს.

ბერბოკი სოციალურ ქსელში, საქართველოში საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ვალდებულები არიან, საზოგადოების დასაცავად დადგნენ.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსების დასაცავად; ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ; ვინც არ გაჩუმდა და ხმა აიმაღლა; მათ, ვინც დგას ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ;  ვინც ისე, როგორც ქართველები, ეწინააღმდეგებიან მთავრობისგან გამოტყორცნილ წყლის ჭავლს - ჩვენ თქვენ გხედავთ! მსოფლიო გიყურებთ. გამბედაობა თქვენი ძალაა და ჩვენთვის ეს ვალდებულებაა, რომ დავდგეთ თქვენს დასაცავად და არა მხოლოდ დღეს“,- წერს ანალენა ბერბოკი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics