05:26 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 22:24:47, 1329 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზის, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში მოგების გადასახადი იზრდება

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზის გადასახადი იზრდება. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში მოგების გადასახადი გაიზრდება.

„მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შევიდეს ცვლილება - სიგარეტისა და „აიქოსის“ შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც „აიქოსის“ შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო 20 თეთრის ოდენობით სიგარეტის შემთხვევაში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. მოგებასთან დაკავშირებით, როგორც ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით. 

ესტონური მოდელის მიხედვით, ეს ბიზნესი ასეთი გადასახადისგან გათავისუფლებული იყო“, - თქვა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics