|
2024-12-05 19:58:01, 415 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ელისაშვილზე - მაგას თუ გაბედავდა ჩემთან მიმართებაში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი
ერთი თხოვნა მაქვს, ალეკო ელისაშვილზე ნაკლებს ვისაუბრებ, იმიტომ, რომ მე შევძელი, ჩემ თავზე მაღლა დავმდგარიყავი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას ალეკო ელისაშვილის მიერ ალი ბაბაევზე თავდასხმის შეფასება სთხოვეს. „სიმართლე გითხრათ, პოლიტიკამდე კი არა, პოლიტიკაში რამდენიმე წლის ყოფნის შემდეგაც ალბათ ამას ვერ წარმოვიდგენდი, რაც მე შევძელი. გულწრფელად გეუბნებით, იმიტომ, რომ ჩემ წინ პოლიტიკოსობამდე ცხოვრებიდან ვინც მიცნობს, მიხვდება რასაც ვლაპარაკობ. ეს ბიჭი მე მიცნობდა 1995 წლიდან. ახლოს არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის შესახებ რაღაცები ვიცოდით. ჩემი მეგობრების მეგობარი იყო სხვათა შორის. მაგას თუ გაბედავდა ჩემთან მიმართებაში, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. როგორც პოლიტიკოსი მამუკა მდინარაძის კი არა, ზოგადად, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ რაც გაბედა, მაგრამ რომ დაგავალებენ, ეტყობა მერე ბედავ. რომ დაგავალებენ ან რომ აგაგდებენ, ორიდან ერთია, მერე ბედავ ეტყობა“, - აღნიშნა მან. მამუკა მდინარაძის თქმით, ვერასდროს წარმოედგინა თუ მისი დასაცავი გახდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც თავს დაესხმებოდა. „ჩემ თავზე მაღლა დავდექი და შევძელი, რომ არათუ შურისძიებაზე მეფიქრა მარაზმის, არამედ, სამომავლო პრევენციას ვახდენ ახლაც კი, ამ ტრიბუნიდან, ვიდეოებს რომ მიგდებენ ამას რა ვუყოთო, მე ვეუბნები ხოლმე, ხომ არ გააფრინეთ, დამშვიდდით, რა უნდა უყოთ. ჩემი დასაცავი თუ გახდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც მე თავს დამესხმებოდა, ჩემს ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი მით უმეტეს. ამიტომ, ეს შეაფასოს გამომძიებელმა, პროკურორმა, მე დანარჩენი ამაზე რაც შეიძლებოდა მაქსიმუმი ვთქვი“, - აღნიშნა მან.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)