|
2024-12-04 02:18:53, 457 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებზე - თუ „ქართულ ოცნებასთან“ არა, მაშინ, „ნაცებთან“ ერთად უნდათ ევროპაში?
თუ „ქართულ ოცნებასთან“ არა, მაშინ, „ნაცებთან“ ერთად უნდათ ევროპაში? წარმომიდგენია, „ნაცების“ ევროპა როგორი იქნება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შეფასებისას. „რა არის ამ აქციების და დემონსტრაციებზე შეკრებილი ადამიანების მესიჯი და მოთხოვნა. ამ თემაზე დღეს ფეისბუკპოსტიც დავწერე, სადაც საინტერესო იყო კომენტარები, სადაც დიდწილად აქტიურობდნენ ამ მხარის წარმომადგენლები, ვისაც მეექვსე ღამეა, თბილისის ქუჩები ცეცხლის ალში აქვს გახვეული. ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება, მოსწონდეს ეს ყველაფერი? როგორ შეიძლება, მოგწონდეს ეს ყველაფერი და თან გინდოდეს ევროპა. რა თქმა უნდა, ყველა ერიდება, თქვას, რომ პოლიტიკურ პარტიებს უდგანან გვერდით“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სლოგანი „ევროპა გვინდა“, არის ის, რასაც თავად „ქართული ოცნება“ ამბობს. „ჩვენ მიგვყავს ეს ქვეყანა ევროპისკენ, ყველა ნაბიჯი და მიღწევა ევროპისკენ, ჩვენს ხელისუფლებას უკავშირდება. თუ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ უნდათ ევროპაში, მაშინ გვითხრან, ვისთან ერთად უნდათ. რაც არ უნდა ახალგაზრდა იყო ან სხვა ასაკის წარმომადგენელი, ალბათ აიდენტიფიცირებ და ხვდები, რომ კონკრეტული პოლიტიკური გუნდი გჭირდება იმისთვის, რომ ხელისუფლება მართოს და წაიყვანოს შენი ქვეყანა ევროპისკენ. თუ „ქართულ ოცნებასთან“ არა, მაშინ, „ნაცებთან“ ერთად უნდათ ევროპაში? წარმომიდგენია, „ნაცების“ ევროპა როგორი იქნება. ირაკლი კობახიძემ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა ამაზე. მთელი ამ დღეების განმავლობაში დემონსტრაცია გააკეთეს, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, რას ჩაატარებენ - სკოლების სრული პოლიტიზირება, ბავშვების ჩართვა პოლიტიკაში, შეიძლება ძველი, კომუნისტური კადრები გაგახსენდეს, მედიის დატერორება და მედიაში შევარდნა, საჯარო სექტორის სრული პოლიტიზირება, რაც გააკეთეს. ყველა, ვინც გამოიხმეს განცხადებების გასაკეთებლად და რაღაც პეტიციების შესავსებად, სწორედ ის ჩანერგილი ელემენტები იყო, რომლებსაც საჭირო დროს აამოქმედებდნენ. ასევე, ის, ის, რაც გააკეთეს სკოლებში და მასწავლებლების ხელით რაც გააკეთეს - გადაკიდეს და დააპირისპირეს ერთმანეთს ბავშვები, მეგობრები აჩხუბეს იმისთვის, რომ ვიღაცას დააჭერინონ ევროკავშირის დროშა და ბავშვებს გააპროტესტებინონ ის, რაც ბუნებაში არ არსებობს. ბუნებაში არ არსებობს საქართველოს რაიმე ალტერნატიული გზა, საქართველო მიდის ევროკავშირისკენ და ეს არის ფაქტებით დადასტურებული“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)