00:24 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 09:50:49, 457 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია

ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ვალდებულება, ირანისა და მისი მარიონეტების მხრიდან საფრთხის ფონზე, რკინისებრია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ირანი "მნიშვნელოვანი თავდასხმით“ იმუქრება მას შემდეგ, რაც სირიის დედაქალაქ დამასკოში მდებარე ირანის საკონსულოზე თავდასხმა განხორციელდა.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავიცვათ ისრაელის უსაფრთხოება. როგორც მე ვუთხარი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ჩვენი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ირანისა და მისი მარიონეტული საფრთხის წინააღმდეგ არის რკინისებრი. ნება მომეცით, კიდევ ერთხელ ვთქვა, რკინისებრი“,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 7 წევრი დაიღუპა, მათ შორის  2 გენერალი იყო.

მომხდარს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისრაელი ირანის საკონსულოზე თავდასხმას ინანებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics