17:02 - 07 Jul, 2026
|
2024-03-27 17:13:56, 943 ნახვა
მსოფლიო
Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა
მოსკოვის მახლობლად, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ ერთ-ერთი დაშავებულის საავადმყოფოში დაღუპვის ინფორმაცია დაადასტურა. "ტერაქტის შედეგად დაშავებული 76 ადამიანი საავადმყოფოებში რჩება. ოთხი მათგანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა", - განაცხადა მიხაილ მურაშკომ. შეგახსენებთ, რუსეთში, Crocus City Hall-ზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. საკონცერტო დარბაზში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტის დაწყებამდე გახსნა. ოფიციალური ვერსიით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)