|
2024-03-18 11:23:43, 782 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ნავალნის გვარი პირველად წარმოთქვა, ის აცხადებს, რომ დათანხმდა გაცვლის პოლიტიკას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლონიაში ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებაზე კომენტარი პირველად გააკეთა. „ევან გერშკოვიჩმა ეს არჩევნები ციხეში გაატარა, ბორის ნადეჟდინს, რომელიც თქვენი ომის წინააღმდეგია უკრაინაში, არ მიეცათ თქვენთან კონკურენციის უფლება და ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა თქვენს ერთ-ერთ ციხეში თქვენი კამპანიის დროს. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამას დემოკრატიას ეძახით? — შეკითხვა დაუსვა პრეზიდენტს ამერიკული NBC ტელეარხის ჟურნალისტმა კიერ სიმონსმა. "ეს არის ცხოვრება", - უპასუხა პუტინმა. მან აღნიშნა რომ ნადეჟდინის არჩევნებზე დაუშვებლობა პოლიტიკოსის შტაბის არადამაკმაყოფილებელ მუშაობას უკავშირებდა. პუტინს არაფერი უთქვამს Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის საქმეზე, რომელიც 2023 წლის მარტის ბოლოდან იმყოფება ლეფორტოვოს ციხეში ჯაშუშობის ბრალდებით. „რაც შეეხება ბატონ ნავალნის. დიახ, ის გარდაიცვალა. ეს ყოველთვის სამწუხარო მოვლენაა. გვქონდა სხვა შემთხვევებიც, როცა ადამიანები ციხეებში გარდაიცვალნენ. ეს აშშ-ში არ ხდება? ეს არაერთხელ მოხდა“, - უპასუხა პუტინმა. შემდეგ პუტინმა დაადასტურა, რომ პოლიტიკოსის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა ნავალნის დასავლეთთან გაცვლის იდეას. ნავალნი გარდაიცვალა 16 თებერვალს, იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოკრუგში, ხარპას სასჯელაღსრულების კოლონიაში IK-3. მისი ცხედრის გათავისუფლებას ოჯახი კვირანახევრის განმავლობაში ცდილობდა, 1 მარტს ნავალნი მოსკოვში ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. ათასობით ადამიანი მოვიდა მასთან გამოსამშვიდობებლად.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)