07:10 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 19:55:34, 989 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის 350-მდე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის 350-მდე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. შესაბამისი განცხადება თანდართული სიით, რუსეთის დიპლომატიური დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რუსეთში შესვლა მათ შორის ეკრძალებათ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისსა და ესტონეთის პრემიერ- მინისტრ კაია კალასს.

რუსეთში ვიზიტის აკრძალვის მიზეზი ქვეყნის მიმართ „მტრული დამოკიდებულებაა“.

"ისტორიის გადაწერა, ნაციზმის განდიდება და ბალტიისტების მიერ გატარებული კრიმინალური ხაზი კიევის რეჟიმის იარაღით მომარაგების მიზნით, მოითხოვს საპასუხო ზომებს ამ სისასტიკეებში მონაწილეთა მიმართ", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics