07:07 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-12 13:48:03, 854 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - ევროკომისია EU-ის წევრებისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისია ევროკავშირის წევრებისთვის ბოსნია და ჰერცეგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეკომენდაციას გასცემს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანამ ევროკავშირისკენ შთამბეჭდავი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა.

„რა თქმა უნდა, მეტი წინსვლაა საჭირო ჩვენს კავშირში გასაწევრიანებლად, მაგრამ ქვეყანა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ შეუძლია შეესაბამებოდეს წევრობის კრიტერიუმებს და მისი მოქალაქეების სურვილს, იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები. ამიტომ, დღეს ჩვენ გადავწყვეტთ და რეკომენდაციას მივცემთ საბჭოს, დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics