08:42 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 10:21:09, 987 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილიმ კოლუმბიის ოლქში „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში გაიმარჯვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსავლენად კოლუმბიის ოლქში "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში ნიკი ჰეილიმ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ჰეილიმ, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთადერთი კონკურენტია, ხმების 62.9% მოიპოვა, ტრამპს კი მხარი 33.2%-მა დაუჭირა. 

როგორც Reuters-ი წერს, ნიკი ჰეილი პირველი ქალია შეერთებული შტატების ისტორიაში, რომელმაც "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზი მოიგო.

ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics