|
2024-02-27 09:24:54, 716 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ორშაბათს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლი შეწყდება
ვიმედოვნებ, რომ მომდევნო ორშაბათს ისრაელსა და ტერორუსტულ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ცეცხლი შეწყდება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, სავარაუდოდ, მხარეებმა კატარში მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად მძევლების გათავისუფლებას ისახავს. „ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ჩვენ ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ცეცხლის შეწყვეტა გვექნება”, – განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციის "ალ-აკსას წარღვნა" დაწყების შესახებ განაცხადა. იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაცია, სახელწოდებით "რკინის ხმლები" დაიწყო. 8 ოქტომბერს, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. 9 ოქტომბერს, ქვეყნის თავდაცვის ძალებმა (IDF) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ისრაელმა ღაზას საზღვართან მდებარე ყველა ქალაქზე კონტროლი დაიბრუნა. იმავე დღეს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზას სრული ბლოკირების ბრძანება გასცა. 11 ოქტომბერს, IDF-მ ღაზას გარშემო ბარიერი აღადგინა და აღნიშნულ ტერიტორიაზე დამატებით 300 000 რეზერვისტი გაგზავნა, მოგვიანებით კი, ღაზას სექტორში სახმელეთი ოპერაცია დაიწყო.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)