00:24 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 17:14:55, 986 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით Film Industry Meetups გაიმართება

„თიბისის“ მხარდაჭერით, 27 ნოემბერს Film Industry Meetups გაიმართება, რომლის მთავარ თემასაც შემოქმედებით ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიების როლი წარმოადგენს. ღონისძიების მიზანი შემოქმედებით სფეროში არსებული პროფესიების მიმართ ცნობიერების ამაღლება, ნეთვორქინგის შესაძლებლობების შექმნა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებისა და ცოდნის გაზიარებაა.

ღონისძიების პირველი ნაწილი ცნობილ კინემატოგრაფ Phedon Papamichael-ს დაეთმობა, რომელსაც მრავალი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის, ორჯერ არის ნომინირებული The Academy Awards-ზე საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის. იგი ღონისძიებაზე მთავარი სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებს.

ღონისძიების მეორე ნაწილი პანელურ დისკუსიას დაეთმობა თემაზე - "თანამედროვე ტექნოლოგიების როლი შემოქმედებით ინდუსტრიაში", რომლის მოდერატორიც POSTRED-ის დამფუძნებელი და CEO, ბესო კაჭარავა იქნება. პანელური დისკუსიის დანარჩენი მონაწილეები არიან: გიორგი ავალიანი, ალექსანდრე კორძაია (კორძი), ანა მარკოზაშვილი და გიორგი პოპიაშვილი (პოპიკა).

დღის განრიგი:

  • 10:30 - 11:00 - მიღება
  • 11:00 - 11:10 - ღონისძიების გახსნა
  • 11:10 - 12:00 - ფედონ პაპამაიკლის და ბესო კაჭარავას დიალოგი
  • 12:00 - 12:30 - ნეთვორქინგი
  • 12:30 - 13:30 - პანელური დისკუსია

ღონისძიება 27 ნოემბერს, სტამბაში გაიმართება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics