|
2023-11-24 13:48:39, 861 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოების პირველ ეტაპზე, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია გაფართოვდა. "პროექტის ფარგლებში, 2 300 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო სივრცე. დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 200 კვ.მ ფართობზე დაირგო რულონური ბალახი და 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს „ლაგომ“ შეასრულა. დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)