|
2023-11-24 12:57:49, 666 ნახვა
საზოგადოება
გიორგაძე - გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული
2025 წლიდან სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს, შეუძლია აირჩიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის სხვადასხვა ვარიაცია - 6-8-11-თვიანი, ან მათთვის სპეციალურად შექმნილი პროგრამა - 4 წლის განმავლობაში ზაფხულობით 1 თვე სამხედრო სამსახურის გავლა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ მესამე მოსმენისას გამოკვეთილი ინიციატივები განიხილება. დისტანციურ სწავლებაზე მყოფი სტუდენტებისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პირობების გარდა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასაწვევ პირთა უფლებების დაცვის შესახებაც ისაუბრა. „ჩვენ შემოგვაქვს ინიციატივა, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდეს სასამართლო. ეს არის ახალგაზრდისთვის კარგი, რომ მან იცოდეს, ეკუთვნის თუ არა ჯარში წასვლა. დაახლოებით 2-3 თვეში დასრულდება ეს პროცედურები. სასამართლოს ადმინისტრაციული კოდექსის 29-ე მუხლით აქვს შესაძლებლობა, თუ ის დაინახავს, რომ აშკარად უკანონო გადაწყვეტილება არის გაწვევასთან დაკავშირებით, შეაჩეროს ეს გადაწყვეტილება, ვიდრე არ დამთავრდება სასამართლო წარმოება. ამიტომ, ყველა მხრივ ადამიანის უფლებები იქნება დაცული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გიორგაძის თქმით, უწყება საკანონმდებლო ხარვეზებს გააკონტროლებს, რათა არ დაუშვას ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ჯარისგან თავის არიდება. მისი თქმით, „თავდაცვის კოდექსში“ რელიგიასთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ შემოდის: „როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი რწმენის ან სინდისის გამო იარაღის აღებაზე უარს ამბობდა, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს“. მისივე თქმით, უწყება მიმართულია სამხედრო სამსახურის საკანონმდებლო საფუძვლის მაქსიმალურად დახვეწისა და გასაწვევი ადამიანების უფლებების დაცვისკენ. „გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული“, - დასძინა გიორგაძემ
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)