01:10 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 16:57:43, 681 ნახვა

საზოგადოება
პროკურორებმა თანასწორობის, ნაადრევი ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მარნეულში სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ევროპის საბჭოს კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას" ფარგლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, მარნეულის რაიონის სოფელ საბირკენდში, სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრის მიზანს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების, ასევე ნაადრევი ქორწინებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

"შეხვედრის მონაწილეები თანასწორობის, ტოლერანტობისა და დისკრიმინაციის ცნებებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია დისკრიმინაციის ფორმებსა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების შესახებ. საუბარი შეეხო მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე რეაგირებისას პროკურატურის მიდგომებსა და არსებულ პრაქტიკას. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განხილვას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულების, მათ შორის ქორწინების იძულების შესახებ. 

საქართველოს პროკურატურისათვის დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics