|
2023-11-22 14:15:06, 524 ნახვა
საზოგადოება
წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის გაცნობის მიზნით, რეგიონებში შეხვედრები დაიწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, ქალაქ ზუგდიდში, წყლის რესურსების მართვის ახალი კანონის შესახებ გამართული პირველი ფორუმი გახსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ახალი კანონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და ფორუმის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. „ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გზაზე წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ქვეყანა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. წყლის რესურსების მართვის მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმის გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული კანონის ამოქმედება 2026 წლიდან არის გათვალისწინებული და პროცესებში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობას გულისხმობს. შეხვედრაზე სწორედ ის მთავარი პრინციპები, ამოცანები და სიკეთეები განვიხილეთ, რასაც ქვეყანას წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი მოუტანს. შეხვედრები სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გაიმართება, რათა ადგილობრივი ხელისუფლება ახალ კანონს მომზადებული შეხვდეს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ფორუმი აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის და არასამთავრობო ორგანიზაციის „გარემო და განვითარება“ ერთობლივი პროექტის „წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის მოთხოვნების განხორციელების და ინფორმირებულობის ხელშეწყობა საქართველოს მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი 2023 წელს დაამტკიცა. კანონი წყლის რესურსების სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ახალი კანონის შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხზე აქტიურად მუშაობენ.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)