|
2023-11-22 13:40:54, 618 ნახვა
საზოგადოება
შსს - 112-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საჯარიმო ავტოსადგომებზე, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, მომსახურების ცენტრებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, კომფორტულ გარემოში, "ერთი ფანჯრის" პრინციპით მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება, კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადმოყვანის და დგომის საფასურის დადგენა/გადახდა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დავალიანების შესახებ ცნობის მიღება და ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გაყვანისთვის სხვა საჭირო პროცედურების განხორციელება. "მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიხსნა და 112-ის საჯარიმო ავტოსადგომების მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს. 112-ში ევაკუატორით გადაადგილების სერვისი 2014 წელს დაინერგა. აღნიშნული სერვისის დანერგვის მთავარ მიზანს ადმინისტრაციული დარღვევებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების დროს, დროებით ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჯარიმო სადგომზე დროული და უსაფრთხო გადაყვანა/განთავსება წარმოადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)