|
2023-11-21 16:25:49, 896 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული აგრარული ოლიმპიადა „თიბისი ბიზნესთან“ პარტნიორობით ჩატარდება
"თიბისის" მხარდაჭერით, ხვალ, ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება. აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ, ხოლო ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის და ზოგადად, აგრარული დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, დარგით ახალგაზრდების დაინტერესებასა და მათი ჩართულობის ზრდას, აგრარული განათლების ხელშეწყობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის კუთხით. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წარმოადგენს აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების ერთადერთ პლატფორმას საქართველოში. გასული ორი წლის (2021 – 2022) განმავლობაში, ოლიმპიადაში მონაწილეობა 2000-მდე მონაწილემ მიიღო და გამოვლინდა 70 გამარჯვებული. 2022 წელს, ოლიმპიადის პარტნიორები იყვნენ ავსტრიის განვითარების სააგენტო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ასევე კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანია. წელს ოლიმპიადის მხარდამჭერთა რიცხვს "თიბისი ბიზნესიც" შეუერთდა. 2023 წლის ეროვნული აგრარული ოლიმპიადა ჩატარდა სამ ეტაპად:
"თიბისი" გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემს: 1 ადგილი – 1500 ლარი 2 ადგილი – 1000 ლარი 3 ადგილი – 500 ლარი უკვე ორი წელია, აგრარული ოლიმპიადა ტარდება წარმატებით, რაც ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის აქტიური მუშაობის, პარტნიორების და სპონსორების გაზრდილი მხარდაჭერის და რაც მთავარია, მონაწილეობის მსურველთა ინტერესის ზრდის შედეგია.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)