02:46 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 16:17:54, 805 ნახვა

საზოგადოება
მერია - გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური თავდადებულის ქუჩაზე რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს

​თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციული სივრცის მოწყობას იწყებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, თავდაპირველად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრება თვითნათესი ხილ-კენკროვანი მცენარეები. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდება სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნება უკანონო შემოღობვები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარე კვირაში დაიწყება.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნა იგეგმება. მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახის საფარი.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება და 2024 წელს დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics