|
2023-11-20 13:18:22, 665 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამხრეთ კორეის ელჩთან, ლი იუნ იონგთან და KOTRA-ის დირექტორ ჯო კიეკვონისთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით გამოცდილების გაზიარების გზები და სამხრეთ კორეის სავაჭრო და ინვესტირების სააგენტოსთან (KOTRA) თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „მხარეებმა აღნიშნეს, რომ სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ღვინის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებზე; საუბარი შეეხო მინერალური წყლის, ასევე, თხილის ექსპორტს და აღინიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში თხილის ექსპორტის მაჩვენებლებით პირველ ხუთ ქვეყანაში შედის. მხარეებმა იმსჯელეს სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის გზებზე, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხიც. ყურადღება გამახვილდა დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში კორეის ეროვნული პარკების ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ სპეციალურ სახანძრო მანქანებზე, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო უახლესი სისტემით არის აღჭურვილი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის ფორმატში, კორეის სავაჭრო და ინვესტირების სააგენტოსთან (KOTRA) სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)