|
2023-11-18 12:17:17, 671 ნახვა
საზოგადოება
მე-4 ქვეით ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეით ბრიგადაში მოსწავლეებს უმასპინძლეს. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე თბილისის, რუსთავისა და საგარეჯოს სხვადასხვა საჯარო სკოლის მე- 9 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საპილოტე საგნის „სამხედრო საქმე“ პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებს ბაზის ინფრასტრუქტურის, ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერებისა და ჯარისკაცების საცხოვრებელი და სამუშაო პირობების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეებმა სტუმრებს ქვედანაყოფის ისტორია გააცნეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ისტორიები გაიხსენეს. დღის ბოლოს, მოსწავლეები ბრიგადის სასადილოს ეწვივნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს. „საგნის „სამხედრო საქმე“ სწავლება საქართველოს სკოლებში 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ძალისხმევით დაინერგა. საწყის ეტაპზე საპილოტე პროგრამაში მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლა ჩაერთო. საგნის მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, მიმდინარე სასწავლო წელს პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო. საქართველოს სამხედრო ბაზებზე სტუდენტებისა და მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)