|
2023-11-17 16:24:34, 688 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო
პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა. ბრეგაძის თქმით, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს. „პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, რაც ძალიან დიდი დახმარება არის მსჯავრდებულებისათვის; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომის პირობებს გააუმჯობესებს და გაათანაბრებს ერთმანეთთან; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს“, - განაცხადა ბრეგაძემ. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური კოდექსი სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. „კოდექსი შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და, მათ შორის, მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა სახალხო დამცველის აპარატი და, პირდაპირ გეტყვით იმასაც, რომ არავინ ელოდა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში შესაძლებელი იქნებოდა კოდექსის ამ პროექტის შემუშავება. თუმცა, სულ რაღაც 4 თვეში ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა დავასრულეთ და, ამავდროულად, 90%-ზე მეტი რეკომენდაციებისა, რომლებიც ჰქონდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე სხვა დაინტერესებულ პირებს და, მათ შორის, სახალხო დამცველსაც, იყო ასახული. მინდა, შევახსენო იმ ადამიანებს, რომლებიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი ამის მიმართ, რომ ჩვენ ჩვენი დანაპირები კიდევ ერთხელ შევასრულეთ“, - დასძინა ბრეგაძემ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)