|
2023-11-17 16:09:37, 729 ნახვა
საზოგადოება
თბილისი საერთაშორისო გამოფენას Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 მასპინძლობს
17 ნოემბერს, გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo -2023 გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. გამოფენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორმა, რესან ქიქავამ და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, ქაზიმ ქართალმა გახსნეს. „აღნიშნული გამოფენა 21 წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებაა და წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას მწარმოებლებისთვის საქმიანი კონტაქტების დამყარების და სამიზნე აუდიტორიისთვის საკუთარი პროდუქციის გაცნობისთვის. ყოველწლიურად, გამოფენა სულ უფრო მეტ ვიზიტორს და მონაწილეს მასპინძლობს. გამოფენის მუდმივი მხარდამჭერი და პარტნიორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ისეთი ღონისძიების მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე ეხმარება ჩვენ მეწარმეებსა და ფერმერებს, გაზარდონ წარმოება და საექსპორტო შესაძლებლობები“, - აღნიშნა კახა კაკაბაძემ. მიმდინარე წელს, გამოფენაში Agro/Food/Drink/Tech/Expo 8 ქვეყნის (საქართველო, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, ინდოეთი, ჩინეთი, ბელარუსი) 70 კომპანია მონაწილეობს. "გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები და სხვა. გამოფენაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია. გამოფენაზე დასწრება ვიზიტორებს 17-19 ნოემბერს, 11:00-18:00 სთ-მდე შეეძლებათ. Agro/Food/Drink/Tech/Expo 2023 მე-11 პავილიონსა და მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება. ამასთან, 17-18 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, იმართება „აგრობაზარი“, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული ავთენტური პროდუქცია (რძის ნაწარმი, ლორი, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა)", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)