03:32 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 15:46:46, 704 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე - ლაითურის დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით

ლაითურის დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ახლად გახსნილ №1 პენიტენციურ დაწესებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 700 პატიმარზე გათვლილ დაწესებულებაში ყველა პირობაა დაცული ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით დასაცავად.

„სამწუხაროდ, ადამიანები ყველა ქვეყანაში სჩადიან დანაშაულს და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში სასჯელს სჭირდება აღსრულება. ეს რთული მისია საქართველოში აკისრია იუსტიციის სამინისტროს, კერძოდ, პრობაციის ბიუროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. ამ მიმართულებით ჩვენ დაბა ლაითურში სულ რამდენიმე დღის წინ გავხსენით, მაგალითისთვის, 700 პატიმარზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე და უზრუნველყოფილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტით", – განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics