|
2023-11-17 13:05:56, 629 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ისაუბრა. როგორც ბრეგაძემ განაცხადა, დღეისთვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. „2022 წელს დაიწყო მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით და ამ რეფორმის ფარგლებში, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა თითოეული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ვინაობა - არის ეს მუნიციპალიტეტის საკუთრება თუ ფიზიკური პირის. ამ პროექტის ფარგლებში, გასწორდება 15 წლის წინ განხორციელებული არასწორი რეგისტრაციები. როცა ჩვენმა ამზომველებმა დაიწყეს სამუშაოები ველზე, აღმოჩნდა იმაზე ბევრი, ვიდრე მოველოდით. პროექტი დასრულდება 2024 წლის ბოლოს. დღეისთვის აზომილია 580 247 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე. დღეში საშუალოდ იზომება 2 500-2 700 მიწის ნაკვეთამდე. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. სისტემური რეგისტრაცია დაიწყო თბილისში და 2024 წელს დასრულდება. პროექტი განხორცილდება მერიის მიერ შემოთავაზებულ არეალებზე და სრულად ფინანსდება თბილისის მერიის მიერ. თბილისშიც 2024 წელს მიწის მესაკუთრეთა პრობლემები გადაწყდება", - აღნიშნა რატი ბრეგაძემ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს, რომელიც 2024 წლის ბოლოს დასრულდება. რეფორმის მიმდინარეობისას სააგენტოში შეიქმნა 1 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი; აიზომა 580 247-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 458 573 მიწის ნაკვეთზე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)