04:29 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 11:44:16, 664 ნახვა

საზოგადოება
საინვესტიციო მრჩეველი „თიბისის“ ციფრულ ბანკში საინვესტიციო პლატფორმისა და „თიბისი კონცეპტ 360-ის“ მომხმარებლებისთვის

თუ "თიბისის" ციფრულ ბანკში საინვესტიციო ანგარიში გაქვს და თან "თიბისი კონცეპტ 360" ნაკრების მომხმარებელიც ხარ, შესაძლებლობა გაქვს საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით ისარგებლო.

გონივრული ინვესტირების პროცესში, ტექნიკურ ცოდნასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია წვდომა გქონდეს ანალიტიკოსების ექსპერტულ ხედვაზე და განახლებულ ინფორმაციაზე. სწორედ ამ პროცესში დაგეხმარება საინვესტიციო მრჩეველი.

პირველ ეტაპზე, მრჩეველი, შენს საინვესტიციო პროფაილს შეადგენს, სადაც გათვალისწინებული იქნება შენი მიზნები, რისკის დონე და მომგებიანობის მოთხოვნილება. შემდეგ, "თიბისი კაპიტალის" საბროკერო მიმართულების კვლევების გუნდთან ერთად, შენს საინვესტიციო პორტფელს მოამზადებს.

საინვესტიციო მრჩეველი, პორტფელისთვის, შენთვის საინტერესო ფინანსურ ინსტრუმენტებს შეარჩევს: აქციებს, ფონდებს, ობლიგაციებს და რაც მთავარია, ინვესტირებაში და ტრანზაქციების აღსრულებაში დაგეხმარება.

საინვესტიციო მრჩეველი ყოველთვიურად პერფორმანს რეპორტს გაგიზიარებს, კვარტალში ერთხელ კი ფიზიკურად შეგხვდება და პორტფელის მომგებიანობას, ფინანსური ინსტრუმენტების რებალანსინგის საჭიროებას და პორტფელთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავთ. ასევე, გლობალური ფინანსური ბაზრების ტენდენციებსა და საინტერესო საინვესტიციო შეთავაზებებს გაგიზიარებს.

თუ დაინტერესდი საინვესტიციო მრჩევლის მომსახურებით, მიმართე პირად ბანკირს.

არ გადადო, დააბანდე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics