|
2023-11-14 19:57:06, 674 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო - ზესტაფონში იუსტიციის სახლი გაიხსნა
იმერეთის რეგიონში რიგით 23-ე ფილიალი ქალაქ ზესტაფონისა და მისი მიმდებარესოფლების მოსახლეობას 470-ზე მეტ სერვისს ერთ სივრცეში, კომფორტულ დათანამედროვე გარემოში მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც სპეციალურად მოწყობილსარიტუალო სივრცეში. "დღესვე ზესტაფონის რაიონში „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტიც ამოქმედდა, რომელიც რაიონული ცენტრისაგან მოშორებით მცხოვრებთ მომსახურებას საკუთარისახლის კართან სთავაზობს. ზესტაფონის იუსტიციის სახლი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ზესტაფონისმაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულზვიად შალამბერიძესთან ერთად გახსნა. ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილიფილიალი სრულადაა მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთასაჭიროებებზე. მასში 20-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული. სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტულიმიმართულებაა, რასაც დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლიუზრუნველყოფს. ამასთან, აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თერჯოლაში, სამტრედიაში, ხაშურსა და ახმეტაში; 2024 წლის ბოლომდე გაიხსნება საგარეჯოს, მცხეთის, ტოლების, ზოტის, ცაიშის, ხელვაჩაურის, შროშის, საჩხერის იუსტიციის სახლები, ახალი ფილიალები აშენდება თბილისსა და ბათუმში. 2024 წლიდან საქართველოს მოქალაქეები ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობასაცშეძლებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს, საკუთარი მობილური ტელეფონით მიიღონყველა სერვისი. ზესტაფონის იუსტიციის სახლის გახსნას ესწრებოდნენ, ასევე, იუსტიციის მინისტრისმოადგილეები, სსიპ-ების ხელმძღვანელები, ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)