|
2023-11-14 15:45:37, 640 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში ჩართულ თავდაცვის უწყების თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადაეცათ
თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისა და გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის და თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში" გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი დაესწრნენ. სამინისტროს თანამშრომლებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიმართა და მათ თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „თავდაცვის კოდექსის პარლამენტში დამტკიცების შემდეგ 21 სექტემბერს ის ძალაში შევიდა. თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული თავდაცვის კოდექსი ქართული ჯარის გაძლიერებისა და მისი ინსტიტუციური განვითარებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ახალი კოდექსით შეიქმნება რეზერვის მყარი საფუძველი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის. ახალი თავდაცვის კოდექსით იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაკლოვანი სისტემა და ძლიერდება ჯარის სოციალური გარანტიები. ახალი კოდექსით 2025 წლიდან ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს მხოლოდ თავდაცვის ძალებში; ნაცვლად მუნიციპალიტეტებისა, გაწვევის ორგანიზებას და ნატოს სტანდარტებით წვრთნას განახორციელებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო; ყველა წვევამდელი გაივლის ძირითად საწყის საბრძოლო მომზადებას (BCT) და შემდგომ წვრთნებს; არსებული 12-თვიანი სავალდებულო სამსახურის ვადა მნიშვნელოვნად მცირდება. ახალი კოდექსით სტუდენტებს, მხოლოდ მათი სურვილის შემთხვევაში, არდადეგების პერიოდში ან უქმე დღეების ხარჯზე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ, თუ სამხედრო წვრთნას გაივლიან ყოველწლიურად, ზაფხულში 1 თვის განმავლობაში, მომდევნო 4 წელი. ახალი კოდექსით იცვლება გადავადების პირობები; აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება ფიქტიური „რელიგიური ორგანიზაციების“ არაკეთილსინდისიერი გამოყენება ჯარის თავიდან არიდების მიზნით. ახალი კოდექსით უმჯობესდება სამხედროების სოციალური გარანტიები მრავალწლიანი სამსახურის დაფასების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)