|
2023-11-13 09:23:22, 847 ნახვა
საზოგადოება
ლევან ხაბეიშვილი - ენმ-ის კონსულტანტი, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი საქართველოში არ შემოუშვეს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონსულტანტს, ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტს საქართველოში არ უშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, აეროპორტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი იმყოფებიან. "შეიძლება, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებდნენ? ლავროვს და რუს გენერლებს რომ ედებიან ფეხქვეშ, ეგ არის კარგი? ხელმძღვანელი პირი მოვიდეს და გაგვცეს პასუხი. ვარ პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომლის კონსულტანტსაც, ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ საზღვარზე და მოვიდეს ვინმე, ვინც ამ ყველაფერზე პასუხს გამცემს. მარტო გავრილოვისთვის და რუსი გენერლებისთვის არის აქ ჩამოსვლა ნორმალური და ბრიტანეთის მოქალაქე, ჩვენი კონსულტანტი გააჩერეს საზღვარზე, მოვიდეს პასუხისმგებელი პირი და გაგვცეს პასუხი... რამდენიმე ეთერში ვთქვი, რომ კონსულტანტებს ჩამოიყვანს “ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და ჩვენ ვთქვით, რომ ვემზადებით რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად, მათ შორის ერთ-ერთი იყო ბრიტანეთის მოქალაქე ბენ მალეტი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა ერთი კვირის წინ და რომელიც უნდა დაგვეხმაროს რუსების დამარცხებაში. დღეს ადამიანს არ უშვებენ, არადა, რამდენიმე დღის წინ აქ იყო, გაფრინდა და დღეს მოდიოდა, მაგრამ არ შემოუშვეს, რადგან ჩვენს ოფისებზე მიდის თვალთვალი, ჩვენზე მიდის თვალთვალი. ნახეს, რომ ეს ადამიანი ჩვენთან დადიოდა ოფისში. ნახეს, რომ ჩვენთან მუშაობდა. რუსები რომ ჩვენ მოქალაქეს კლავენ, ეგ ხომ არ აინტერესებთ, სამაგიეროდ ეს აინტერესებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე , რომელიც კონსულტანტია “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის”, არ შემოუშვეს ქვეყანაში",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)