07:38 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 18:03:00, 867 ნახვა

საზოგადოება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა კონფერენცია გამართა

9 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმებისა და ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის მნიშვნელობა ბიზნეს სექტორის განვითარებისათვის“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელე

უწყების ცნობით, აღნიშნულმა ღონისძიებამ შეაჯამა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (USAID) მხარდაჭერილი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც ემსახურებოდა საერთაშორისო ვაჭრობის ეროვნული კომიტეტის მუშაობის მხარდაჭერას, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების პროგრამის პოპულარიზაციას და საბაჟო ფორმალობების გამარტივების შესახებ კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლებას.

„კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ. თავის გამოსვლაში მამუკა ბარათაშვილმა ისაუბრა საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის კოორდინირებით, შემოსავლების სამსახურის მიერ, განხორციელებული იმ რეფორმებისა და ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიმართულია საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის განვითარებაზე. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა საქართველოში ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ეროვნული პროგრამის მუშაობას და ბოლო დროს განხორციელებული პროგრესის საკითხებს და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ (CTC) ,,ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციასთან მიერთებისა ,,ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) იმპლემენტაციის მზაობის შეფასება.

კონფერენციის მსვლელობისას, მხარეებმა მოისმინეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი კაჭარავასა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით განხორციელებული ძირითადი საქმიანობის/აქტივობების შესახებ, მათ შორის: ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების სტატუსის (AEO) მოპოვებასთან დაკავშირებული გამოწვევების კვლევების მონაცემები, ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის (NCTF) გაძლიერებისთვის განხორციელებული ნაბიჯები, ასევე ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის პროგრამის ხელშეწყობის კუთხით მიღწეული შედეგები და სხვა.

აღნიშნულ ფორუმს ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძვანელი ზურაბ სიჭინავა, ასევე საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი, ნატალია ბერუაშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics