07:37 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 11:29:38, 749 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული კომპანია SITA-ს ტოპ მენეჯმენტს შეხვდა

​საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრიტანული კომპანია SITA – Advanced Travel Solutions-ის ტოპ მენეჯმენტს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს აეროპორტებისთვის SITA - Advanced Travel Solutions-ის სხვადასხვა მომსახურებისა და ციფრული დანადგარების მიწოდებას. მათ შორის, განიხილეს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მგზავრების დაშვების ავტომატური კონტროლის მექანიზმის დანერგვა.

„ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი SITA – Advanced Travel Solutions-ის ერთ-ერთი სერვისით უკვე სარგებლობს, რაც პარტნიორ აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის სპეციალური საფრენოსნო შეტყობინების მიმოცვლის სისტემით სარგებლობას გულისხმობს.

ლონდონში დაფუძნებული ბრიტანული კომპანია SITA სატრანსპორტო ინდუსტრიის საერთაშორისო IT პროვაიდერია. კომპანია გლობალური ლიდერია ‘’Passanger management system’’-ის მიმართულებით, რომელიც აეროპორტებში მგზავრთა მომსახურებისა და ფრენების ოპერირების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტის ოპერატორ კომპანიებს სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. SITA-ს ტოპ მენეჯმენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემდეგ, შეხვედრებს შესაბამის უწყებებთან გამართავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics