07:35 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 10:08:19, 743 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად დარჩება საახალწლო ნობათის გარეშე, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით.

“გვინდა, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია საახალწლო ნობათის გარეშე ტოვებს თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილს, რომლებიც უფასო სასადილოების ბენეფიციარები არიან.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უფასო სასადილოს ბენფიციარი არცერთი ოჯახი, როგორც წინა წლებში, არც ამჯერად დარჩება ნობათის გარეშე.

საახალწლო ნობათები განსაზღვრულია ოჯახებისთვის და გაიცემა სულადობის მიხედვით. მაგალითად, 2-3-სულიან ოჯახს გადაეცემა 2 კალათი, 4-5-სულიან ოჯახს - 3 კალათი, 6-7-სულიან ოჯახს - 4 კალათი და ა.შ. სულადობის მიხედვით ნობათების გაცემის პრაქტიკა მოქმედებს უკვე არაერთი წელია.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა საახალწლო კალათების შემადგენლობა, გახდა გაცილებით მრავალფეროვანი, შესაბამისად გაიზარდა ბიუჯეტი.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, უფასო სასადილოს ბენეფიციარი ოჯახები სულადობის მიხედვით მიიღებენ აღნიშნული შემადგენლობის მქონე რამდენიმე ნობათს. პროდუქტების რაოდენობა განსაზღვრულია ისე, რომ მისი მოხმარება შეძლოს არა ერთმა, არამედ რამდენიმე ადამიანმა. შესაბამისად, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია თანხებს ზოგავს და სოცდაუცველ ოჯახებს საახალწლოდ ნობათების გარეშე ტოვებს, არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics