|
2023-11-09 13:52:13, 544 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD IV-ის მმართველი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, ჩართულ მხარეებთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მე-4 ფაზის მიმდინარეობა, განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ENPARD IV-ის მმართველი კომიტეტის სხდომაზე ძირითადი ყურადღება სოფლის მართვის გაუმჯობესებული სისტემის დანერგვას, სოფლად სერვისების ხელმისაწვდომობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერებას და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას დაეთმო. უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის 2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს; საუბარი შეეხო ტყის რესურსების მდგრადი გამოყენების, გარემოს დაცვის მიმართულების გაძლიერების და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებსაც. „პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით კარგი ნორმატიული ბაზა იქმნება; მიმდინარებს სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობა. გვაქვს კონკრეტული შედეგები და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს რეალობასა და ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. ჩვენ გვაქვს სურვილი და ამბიცია, გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. სოფლის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების განსახორციელებლად, მსოფლიო ბანკის და სხვა დონორი ორგანიზაციების მხრიდან მხარდაჭერისთვის აქტიურად ვმუშაობთ. ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ სოფლის მეურნეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ესტონეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ENPARD-ის მეოთხე ფაზა 2021-2025 წლებში მიმდინარეობს და მისი ძირითადი მიზანია სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა; ასევე, ფერმერთა და მეწარმეთათვის ევროპულ ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)