|
2023-11-03 14:27:55, 708 ნახვა
საზოგადოება
ღარიბაშვილი - მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სათამაშო ბიზნესს გადასახადები გავუზარდოთ
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სათამაშო ბიზნესს გადასახადები გავუზარდოთ, საიდანაც მომდევნო წელს 400 მილიონი ლარი იქნება ამოღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სათამაშო ბიზნესი მოგების 15%-იანი განაკვეთით, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა 5%-ით დაიბეგრება. „საპარლამენტო უმრავლესობას წავრუდგინეთ ახალი ინიციატივა, სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის განაკვეთი უნდა შეცვალოთ და გეგმის მიხედვით, ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10%-სა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5%-ით, დღეს მოქმედი 2%-ის ნაცვლად. მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ აღნიშნული ცვლილებები ბიუჯეტში დამატებით მოიტანს 400 მილიონ ლარს. 300 მილიონი ბანკებიდან, 400 მილიონი სათამაშო ბიზნესიდან, ცვლილების შედეგად, ჯამში 700 მილიონი შემოსავლები გვექნება 2024 წელს. აქვე მინდა, გაკვირვება გამოვხატო, ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა იზრდება. მე ნამდვილად არ მიხარია. ძალიან ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ არის ჩართული ამ სათამაშო ბიზნესში. ცნობისთვის, 2022 წელს 48 მილიარდიდან 52 მილიარდ ლარამდე გაიზარდა სათამაშო ბიზნესის მთელი ბრუნვა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამდენი ადამიანი ჯერ კიდევ არის ჩართული სათამაშო ბიზნესი. იცით, რომ ჩვენ შარშან გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები, როცა ავკრძალეთ რეკლამა და 25 წლამდე შევუზღუდეთ ჩვენს მოქალაქეებს სათამაშო ბიზნესში მონაწილეობა. ავტომატურად მილიონ 500 ათას მოქალაქეს შეეზღუდა სათამაშო ბიზნესი მონაწილეობა. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ საკმაოდ ბევრი მოქალაქეა ჩართული სათამაშო ბიზნესში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავუზარდოთ გადასახადები ამ ბიზნესს და დამატებით 400 მილიონი ლარი იქნება ამოღებული მომდევნო წელს. ჯამში, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონით და ნაერთი ბიუჯეტი შეადგენს 28 მილიარდ 500 მილიონ ლარს. ეს იქნება 2024 წლის ბიუჯეტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)