09:40 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 19:46:34, 836 ნახვა

საზოგადოება
ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა რამდენიმე საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად,  ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საშიშროება აღკვეთეს, შემდგომში კი ხანძრის სრულად ლიკვიდირება შეძლეს. 

ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

“ამ დროისათვის, ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება და მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics