|
2023-11-02 17:39:51, 837 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არასდროს გაიმეოროთ პატრიარქის გადადგომაზე საუბარი
არასდროს არ გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ საუბარი. ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან უხერხული და მეორე მხრივ, ამ თემაზე ლაპარაკი არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასიხარულოა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქმა სინოდის სხდომა დამოუკიდებლად ჩაატარა. "არასდროს არ გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ საუბარი. ეს არის, ერთი მხრივ, ძალიან უხერხული და მეორე მხრივ, ამ თემაზე ლაპარაკი არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე. ეს არის რეკომენდაცია პატრიარქის მიმართ საზოგადოების სახელით, ოღონდ ეს საზოგადოებას სულაც არ უნდა. ამიტომ გირჩევთ, რომ აღარასდროს აღარ გაიმეოროთ ეს. არასდროს არ მოხდება, რომ პატრიარქი გადადგება. ამასწინათ იყო სინოდის სხდომა, მაგრამ მანამდე კარგა ხანი არ იყო, ეს არის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე გახსოვთ, რომ წინა სხდომამ დაიგვიანა და რამდენიმე საათით გვიან დაიწყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა დამოუკიდებლად, თვითონ ჩაატარა სინოდის სხდომა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. შეგახსენებთ, სინოდის სხდომა წელს მეორედ ჩატარდა, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)