10:07 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 11:59:41, 653 ნახვა

საზოგადოება
შსს - „კანონისა და წესრიგის გლობალური ანგარიშის“ მიხედვით, წინა წელთან შედარებით საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია

​საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაცია „Gallup“-მა „კანონისა და წესრიგის“ ყოველწლიური გლობალური ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, „Gallup“-ის კვლევა 2022 წლის 8 აგვისტო-31 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1000 რესპონდენტი გამოიკითხა.

“ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის საშუალებითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება, დაცულობის შეგრძნება და მათი ნდობის ხარისხი სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართ.

კვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის ანგარიშთან შედარებით, წელს საქართველოს ინდექსი გაუმჯობესებულია და 87 ქულას შეადგენს.

საქართველო მინიჭებული ინდექსის მიხედვით, უსწრებს ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, ავსტრალია, უნგრეთი, ბელგია, კანადა, იაპონია, ხორვატია და სხვა. ამავე კვლევის თანახმად საქართველო ადგილს ისეთი ქვეყნების გვერდით იკავებს როგორებიცაა ავსტრია, ნიდერლანდები და ჰონგ კონგი.

ასევე, საქართველოს მაჩვენებელი მხოლოდ 1-2 ქულით ჩამოუვარდება გერმანიის, შვედეთის, პორტუგალიის, ესტონეთის და ესპანეთის მაჩვენებელს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics