|
2023-11-01 12:22:23, 741 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში, ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ, გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მერი ლორელსა და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. გენპროკურატურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და განხორციელებული რეფორმები. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ. "საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიან რეაგირებას. გაეროს რეკომენდაციის ჯეროვნად შესრულების მიზნით, პროკურორებისთვის ადამიანის უფლებათა დამცველის მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითება. საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ადამიანის უფლებათა დამცველების მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი, დინამიკის, ტენდენციების შესწავლა, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხის გაუმჯობესება და უფლებადამცველების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოებაა. გაეროს სპეციალური მომხსენებლის მანდატი ადამიანის უფლებათა დამცველების უფლებათა რეალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)