|
2023-10-31 21:38:56, 661 ნახვა
საზოგადოება
მერია - გურამიშვილის გამზირზე სკვერი მოეწყო
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. გურამიშვილის გამზირზე, N16 საცხოვრებელი კორპუსთან სკვერი მოეწყო. აღნიშნულ ტერიტორიას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში რეკრეაციული ფუნქცია დაკარგული ჰქონდა, პროექტის განხორციელების შედეგად კი 6500 კვ. მ ფართობზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. რეკრეაციული სივრცე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ანღდღულაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად გახსნა. „განხორციელებული პროექტი იძლევა შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს. მოწყობილია საბავშვო ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, გამწვანებული, განათებული ტერიტორია, თავისი სარწყავი სისტემით; არის ასევე სატრენაჟორო სივრცე. ძალიან სასიამოვნოა ასეთი პროექტების განხორციელება. გვინდა, რომ ყველა რაიონში, ყველა უბანში მოწესრიგებული იყოს ასეთი სივრცეები და მსგავსი პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. გარდა ინფრასტრუქტურის მოწყობისა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც - დაიგო ბალახის საფარი და დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი. მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ „ლაგო“ შეასრულა და მის განსახორციელებლად ნაძალადევის გამგეობიდან 1 208 228 ლარი დაიხარჯა. ,,ჩვენს რაიონს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატა. ამ ადგილას 50 წელზე მეტია, მსგავსი მასშტაბის პროექტი არ განხორციელებულა. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. ამორტიზებული სკვერი სრულიად ახალი, მრავალფუნქციური სივრცით ჩანაცვლდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. მსგავსი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ. სკვერის გახსნის პარალელურად, რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, რის შემდეგაც რაიონში მცხოვრებლებისთვის გიორგი ცხადაძის ბენდმა დაუკრა.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)