|
2023-10-31 15:18:59, 700 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა - ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასწრაფოს დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი. "განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გაიხსნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ადმინისტრაციული ოფისი, სადაც 324 თანამშრომელი მუშაობს. მიმდინარე წელს, მეორედ გაიზარდა თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც 2024 წლიდან ისევ მოიმატებს. დაინერგა ახალი სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უნდა აკმაყოფილებდნენ. ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 რეანიმობილი, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2023 წლის ივლისში შეიძინა. მათი გადანაწილება გადაუდებელი დახმარების ცენტრებში ეტაპობრივად გრძელდება. ავტომობილები, ჯანდაცვის სამინისტრომ, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შეიძინა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)