|
2023-10-31 13:49:36, 698 ნახვა
საზოგადოება
„თიბისიმ“ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის Global Finance-სგან ჯილდო მიიღო
მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-ი, „თიბისი“ საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა. ეს ჯილდო „თიბისის“ პერსონალურმა საბანკო მომსახურებამ უკვე მეოთხედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციისა და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის. „თიბისიმ“ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რითაც ძალიან ვამაყობთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე მორგებული მომსახურებისა და პროდუქტების შეთავაზებაა. სწორედ ამ ღირებულებისა და გამოცდილების შექმნისთვის მივიღეთ აღნიშნული ჯილდო, რომელიც დაგროვილი კაპიტალის მართვისა და პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით ჩვენი მოწინავე პოზიციების აღიარებაა“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა. „პერსონალური საბანკო მომსახურება არის ხელოვნება და ასევე მეცნიერება, რომელშიც ეკონომიკური და ფინანსური ტენდენციების ცოდნა შერწყმულია მომხმარებლის საჭიროებებზე დეტალურ და მუდმივ დაკვირვებასთან“, - განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის გამომცემელმა და რედაქტორმა. გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგან დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია. მათი ყურადღების ქვეშ ის ორგანიზაციები მოხვდნენ, რომლებიც საუკეთესოდ პასუხობენ მაღალშემოსავლიანი მომხმარებლების მუდმივად ცვალებად მოთხოვნებს და მათ საკუთარი მიზნების მიღწევაში ეხმარებიან. Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ შედეგები ბანკების მიერ წარდგენილი ჩანაწერების, ინდუსტრიის ინსაიდერებისგან მოპოვებული ინფორმაციის და დამოუკიდებელი კვლევის ჩატარების შედეგად გამოავლინა. Global Finance-ის 2024 წლის საბანკო რეიტინგები 2022 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 30 პერიოდის შესრულებას ეფუძნება.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)