|
2023-10-17 12:51:22, 693 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როგორ შეიძლება, პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული და ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს
როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს კონტიტუციის მიხედვით და ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსა და დეპუტატებს თავს დაესხა. "ჩვენ არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, მაგრამ შეიძლება, ნაკლები ეკადრა. გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რა არ მოეწონა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და გამოიყენა უხეში ტერმინები - სირცხვილია და ა.შ. უფრო მეტიც - დეპუტატების მიმართ ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ეს არის, შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს - როგორ შეიძლება, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს კონტიტუციის მიხედვით და ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ესეც მისი პრობლემაა",- თქვა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, ზურაბიშვილმა აგვისტო-სექტემბერში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. აღსანიშნავია, რომ პროცესი ამის შემდეგ გადადის პარლამენტში, სადაც კენჭს უყრიან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭიროა 100 ხმა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრა მიმდინარე სასესიო კვირაში გაიმართება. სასამართლოს დასკვნას გუშინვე გამოეხმაურა პრეზიდენტი და ის "ევროპული მომავალისა და დემოკრატიის მკვლელობად ან მცდელობად" შეაფასა. ზურაბიშვილმა პარლამენტში, საიმპიჩმენტო კენჭისყრაზე მისვლაც დააანონსა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს "პატარა კაცები" უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)