|
2021-02-11 10:50:32, 588 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარება
„აშშ - ის მთავრობა, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, ეხმარება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, რათა უფრო ეფექტური გახდეს ჩვენი ეკონომიკის ძირითადი სექტორები უცხოელი ინვესტორებისთვის," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა თანამშრომლობს სამინისტროში შემავალ ყველა წამყვან სააგენტოსთან და მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტურიზმი, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, მსუბუქი მრეწველობა, აეროპორტების განვითარება და სხვ. მინისტრის განცხადებით, პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ტურიზმია. მისი თქმით, პროგრამა ეხმარება ქართულ მხარეს პოსტ-კოვიდ-ის პერიოდში ტურიზმის აღდგენის სტრატეგიის შემუშავებაში. გარდა ამისა, მხარდაჭერას უწევს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში. პროგრამის კიდევ ერთი პარტნიორია სააგენტო „აწარმოე საქართველოში". კერძოდ, პროგრამა მონაწილეობს ე.წ. განთავსების კონსულტანტების პროექტში. „ეკონომიკური ზრდის პროგრამა გვეხმარება, საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გავხადოთ. განთავსების კონსულტანტების პროექტის ფარგლებში, ისინი იმუშავებენ გლობალურ კომპანიებთან, რომ სწორედ საქართველო გახდეს მათი სამომავლო ინვესტიციის განხორციელების ადგილი," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, USAID - ი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ეხმარება სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსაც და ხელს უწყობს საპრივატიზებო პროცესის უკეთ წარმართვაში. რაც შეეხება სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სტარტაპერების მხარდაჭერაზე, რომლის ფარგლებშიც ქართველ ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა, აშშ-ში სილიკონ ველზე თავისი პროექტები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ. „პროგრამა ასევე ეხმარება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, რომელიც განკარგავს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს. ჩვენი მიზანია, აღნიშნული აეროპორტი გადავაქციოთ დასავლეთ საქართველოს ტურისტული მიზიდულობის ცენტრად და ჰაბად, საიდანაც ტურისტები გაეცნობიან დასავლეთ საქართველოს ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი ამერიკის მთავრობის და ამერიკელი ხალხის დახმარებით განხორციელდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)