01:06 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 13:51:04, 810 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ხვდებიან

ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრას მართავენ.

როგორც „თბილისი ცენტრალის“ წარმომადგენელი აცხადებს, ბიზნეს სექტორის წევრები მთავრობას კომენდატის საათის გადაწევას და შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე მუშაობის გაგრძელებას სთხოვენ.

„24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე მუშაობის პერიოდში ექვსმა სავაჭრო ცენტრმა გავატარეთ და მოვემსახურეთ 1-მილიონ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა, ანუ ეს შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენი შეთავაზება დღეს იქნება, რომ მუშაობა ყოველგვარი შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე გავაგრძელოთ.

ყველასთვის საერთო პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმიტომ, რომ 17 ათასი ადამიანი როგორ უნდა წავიდეს სამსახურში, კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს კონკრეტული ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც არ იქნა დამუშავებული. ეს გულისხმობს საგადასახადო შეღავათს ქონების გადასახადის ნაწილში. ასევე ვისაუბრებთ კომენდატის საათის ერთი საათით მაინც გადაწევაზე. ბიზნესმა რომ იმუშაოს 8-დან 9 საათამდე ცოტა დროა, რათა ხალხი ელემენტარულად სახლში მივიდეს“, - განაცხადა ლევან ყაველაშვილმა „მაესტროსთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრა გუშინ, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებმაც გამართეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics