|
2020-12-31 00:10:43, 1110 ნახვა
ეკონომიკა
შემოსავლების სამსახურში წარმატებულ თანამშრომელთა დაჯილდოება ონლაინ ფორმატში გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 92 წარმატებული თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ,,ჩემთვის დიდი პატივია ჩემს კოლეგებთან ერთად, მონაწილეობა მივიღო დაჯილდოების ცერემონიაში. მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად, ერთიანი ძალისხმევით შევძელით წარმატებით დაგვესრულებინა საქართველოსთვის ნამდვილად ურთულესი 2020 წელი და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის მიგვეღწია. COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა არნახული გამოწვევების წინაშე დააყენა. ცხადია, არც საქართველო დარჩენილა მოვლენების მიღმა. მთავრობის მიერ მიღებულმა ანტიკრიზისულმა ზომებმა საგრძნობლად შეარბილა და შეამსუბუქა კრიზისის დარტყმა. სხვადასხვა სახის ფინანსური ვალდებულებების გადავადება, სუბსიდირება, სოციალური დახმარებები, სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით საგადასახადო შეღავათები, სწორედ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებია. დამდეგ 2021 წელს, ახალი შედეგების მისაღწევად, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და ამაში თითოეული თქვენგანის დახმარება გვჭირდება. გულითად მადლობას გიხდით თქვენი საქმის ერთგულებისთვის, იმ პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც დღევანდელ რთულ გამოწვევებთან ბრძოლაში იჩენთ. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველას, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც მკურნალობის კურსს გადის“, -აღნიშნა ლევან კაკავამ. შემოსავლების სამსახურში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები მამუკა ბარათაშვილი, ირაკლი შარტავა და ვლადიმერ ხუნდაძე ესწრებოდნენ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)