02:47 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 12:47:18, 553 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: 2021 წელს ნაერთი ბიუჯეტი 20 მილიარდ 723 მილიონი ლარია

საქართველოს პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეტალურად ისაუბრა მომდევნო წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე.

მისი თქმით, 2021 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა, ჯამში, შეადგენს 20 მილიარდ 723 მილიონ ლარს,  მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 385 მილიონი ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტები, ჯამში, 3 მილიარდ 125 მილიონი ლარი,  ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართული თანხები 787 მილიონ ლარს შეადგენს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაფინანსების წყაროებია: საგადასახადო შემოსავლები - 12 მილიარდ 45 მილიონი ლარი. (აღნიშნული ითვალისწინებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათებს 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით) სხვა არადეფიციტური შემოსავლები, სადაც ერთიანდება წლის განმავლობაში მიღებული გრანტები, სხვა შემოსავლები, პრივატიზაცია და სესხების დაბრუნება - ჯამში მილიარდ 757 მილიონი ლარი, დაფინანსების დეფიციტური წყაროები, 6 მილიარდ 921 მილიონი ლარია, საიდანაც მილიარდ 642 მილიონი არის დეპოზიტებზე არსებული ნაშთის გამოყენება, ხოლო ვალის აღება შეადგენს 5 მილიარდ 279 მილიონ ლარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics