|
2020-12-28 18:29:03, 495 ნახვა
ეკონომიკა
რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი" გაიხსნა
რუსთავში, თიბისის მხარდაჭერით, ტექსტილის მაღალტექნოლოგიური საწარმო - „ქართული ტექსტილი" გაიხსნა. 38 000 კვ.მ ფართობის მიწაზე 25 000 კვ.მ ფართობის ქარხნის მშენებლობას საძირკველი 2020 წლის ზაფხულში ჩაეყარა. შ.პ.ს „ქართული ტექსტილი" „აჭარა ტექსტილის" ჯგუფის რიგით მეოთხე საწარმოა. ქსელის სხვა საწარმოების მსგავსად, რუსთავში მდებარე ახალ სამკერვალო ქარხანაში სპორტული სამოსი შეიკერება, რომელიც სრულად ექსპორტზე გავა. საწარმოში ამ ეტაპზე 700 ადამიანია დასაქმებული. პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, საიდანაც 10 მილიონი ლარი თიბისიმ, სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დააფინანსა. ქართული ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტექსტილი" საფეიქრო მრეწველობის სფეროში 2009 წლიდანაა ჩართული და დღემდე ბათუმში, ქობულეთსა და ფოთში სამ სამკერვალო ქარხანას აერთიანებდა. სადაც ჯამში 3500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია სპორტული პროდუქციის რეალიზაციას საერთაშორისო ბაზარზე ახორციელებს და ისეთ მსხვილ სპორტულ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: Nike, Adidas, Lotto, Erima, Under Armour და სხვა. საწარმოში სპორტული სამოსი მსოფლიოში წამყვანი სპორტული გუნდებისთვის (აიაქსი, არსენალი, ლიონი, მალაგა, ატლეტიკო, მადრიდი, გალათასარაი) და სხვადასხვა ეროვნული ნაკრებისთვის (საფრანგეთი, ინგლისი, პორტუგალია, ხორვატია, შევიცარია) იკერება. ჯგუფი წლიურად 15 000 000 ერთეულ სპორტულ პროდუქტს ქმნის და მისი წლიური ექსპორტის ჯამური მოცულობა 250 მილიონი ლარია. რუსთავში ახალი ქარხნის ამოქმედებით კი წარმოების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება. „თიბისისთვის, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1 მხარდამჭერისთვის, სირთულეებით სავსე წელს მთავარი გამოწვევა იყო მაქსიმალურად დავხმარებოდით ბიზნესებს იმისთვის, რომ სექტორს და ზოგადად ქართულ ეკონომიკას ფუნქციონირება გაერგძელებინა. ეს იყო ჩვენი პასუხისმგებლობა - მხარი დაგვეჭირა პარტნიორი კომპანიებისთვის მათი მიმდინარე თუ ახალი ინიციატივების განხორციელებაში. მოხარული ვარ, რომ „ქართული ტექსტილი" სწორედ იმის მაგალითი აღმოჩნდა, რომ არსებული რეალობის მიუხედავად, ეროვნული წარმოება გრძელდება და ფართოვდება კიდეც. წლის ასეთი დასასრული იმედს მაძლევს, რომ მომავალი წელი უფრო ნაყოფიერი, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატებების მომტანი იქნება", - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)