|
2020-12-25 12:01:14, 689 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერია
„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „შპს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი“ (GGRC) საქმიანობას აფართოვებს. კლინიკა 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს რეპროდუქციული პრობლემების მქონე პირებს. პროექტის მხარდასაჭერად, ბანკის მიერ 885,000 ევროს მოცულობის მობილიზება მოხდა. ამჟამად კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში 44 თანამშრომელია ჩართული. GGRC აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და მეტი კომფორტისთვის, პაციენტებს ერთ სივრცეში სრულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის მხარდაჭერით, კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან 300,000 აშშ დოლარის მოცულობის ექსკლუზიური შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც GGRC უკვე უცხოელ პაციენტებსაც მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ GGRC-ს დამფუძნებლის, ნინო მუსერიძის ინიციატივით, ასევე შეიქმნა ფონდი, რომლის ფარგლებშიც კლინიკის შემოსავლების გარკვეული ნაწილი რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტებს ხმარდება. შესაბამისად, GGRC პაციენტებს უფასო კონსულტაციებსა და სამედიცინო პროცედურებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც სთავაზობს. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით GGRC საქმიანობას აფართოვებს. ბანკის მხარდაჭერით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, კლინიკა პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევს. სასიხარულოა, რომ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, კლინიკა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურადაა წარმოდგენილი. მსგავსი პროექტები დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე როგორც ადგილობრივი ბიზნესის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. გვინდა წარმატება ვუსურვოთ GGRC-ს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)