|
2020-11-20 10:36:46, 715 ნახვა
ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე ოთარ შამუგია არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში და კომპანიაში „ნატურალ 7“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო. „დღეისათვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე ჩაბარებულია 41 ათას ტონაზე მეტი ვაშლი; შედეგად, ფერმერებმა 9 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. მოგეხსენებათ, წელს ვაშლის უხვი მოსავალია. ექსპორტირებული ქართული ვაშლის რაოდენობა 4,700 ტონაზე მეტია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 14 კომპანიაა ჩართული. „ნატურალ 7“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომპანიაა. საწარმო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარეობს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)