10:04 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 12:03:37, 567 ნახვა

ეკონომიკა
სოლომონ პავლიაშვილი: საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

„როგორ შევქმნათ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევი“ - აღნიშნულ თემაზე, ფინეთის ინოვაციების ფონდის „Sitra“ ორგანიზებით, მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ონლაინ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სახელმძღვანელო, რომელიც ფონდმა „Sitra” ფინეთის ეროვნული გზამკვლევის საფუძველზე შეადგინა. სახელმძღვანელო შეიცავს საუკეთესო პრაქტიკასა და რჩევებს.

როგორც შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„ცირკულარული ეკონომიკა გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ყველაზე დიდ გამოწვევებს - ბუნებრივი რესურსების ჭარბ მოხმარებას, კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების დაკარგვას. ცირკულარული ეკონომიკის გზამკვლევი, იგივე „საგზაო რუკა", არის ინსტრუმენტი, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ ნაბიჯებს და ადგენს ძირითადი დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებს ცირკულარული ტრანსფორმაციისთვის აუცილებელ ცვლილებებსა და მოქმედებებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პოპულარიზაციის მიზნით,  სამოქალაქო ორგანიზაცია - საქართველოს ბუნების მკვლევართა საზოგადოება „Orchis”, პროექტის „Keep Georgia Tidy” ფარგლებში, ცნობიერების ამაღლების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა  რეკომენდაციებს აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, თუ როგორ უნდა დააჩქარონ ცირკულარული მოდელის პრინციპების განხორციელება ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა დონეზე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics